გზა ევრო 2018-მდე - ვის შეხვდება ფუტსალის ნაკრები მომდევნო ეტაპზე

27 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახელში 2018 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დასრულდა.

მომდევნო ეტაპზე თამაში ისრაელთან, შოტლანდიასთან და შვეიცარიასთან გამარჯვებების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. 

საკვალიფიკაციო ეტაპის რეგლამენტის თანახმად, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გასამართი ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას 7 ჯგუფში გადანაწილებული 28 გუნდი გააგრძელებს.

მომდევნო ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ითამაშებს იტალიის, ბელარუსის და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად. შეხვედრები 3, 4 და 6 აპრილს, ბელარუსში გაიმართება.

4-გუნდიანი ჯგუფებიდან ფინალური ეტაპის საგზურს გამარჯვებულები მოიპოვებენ, 7 მეორეადგილოსანი და ერთ საუკეთესო მესამეადგილოსანი კი ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებენ. 

ნახეთ მეტი...