ოლიმპიურ ხეივანს ვლადიმერ აფციაურის სახელობის რგოლი შეემატა

4 თებერვალს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ქართველი მოფარიკავის ვლადიმერ აფციაურის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში, ოლიმპიურ ხეივანს მისი სახელობის ოლიმპიური რგოლი შეემატა.

აღნიშნულ ღონისძიებას ვლადიმერ აფციურის მეუღლე ირინე სხირტლაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლები, მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი და ქართველი პროფესიონალი მოფარიკავეები ესწრებოდნენ, რომლებიც ოლიმპიურ ცენტრში საჩვენებელი ვარჯიშები გამართეს.

ოლიმპიურ ცენტრს ესტუმრნენ მე-200 საჯარო სკოლის შშმ მოსწავლეებიც, რომლებსაც მოფარიკავეებმა მასტერკლასები ჩაუტარეს.

1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, მრავალი ჯილდოს მფლობელ სპორტსმენს 4 თებერვალს 55 წელი შეუსრულდებოდა, ამიტომ მორიგი ოლიმპიური რგოლი სწორედ მის პატივსაცემად გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოლიმპიური რგოლი, ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით, უკვე ორი ქართველი სპორტსმენის: მიხეილ სალაძისა და მაია აზარაშვილის პატივსაცემად გაკეთდა.



www.olympiccentre.ge

ნახეთ მეტი...