რიო 2016 - ჩაბნელებული მარაკანა და დაცარიელებული ოლიმპიური სოფელი

2016 წლის ზაფხულში მსოფლიოს სპორტული დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო იყო, სადაც ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართა. 

5-21 აგვისტოს რიომ 11 000-ზე მეტ სპორტსმენს უმასპინძლა, რომლებმაც 306 სპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. 

1968 წლიდან სამხრეთ ამერიკაში გასამართ პირველი ოლიმპიადისთვის უამრავი ახალი სპორტული ობიექტი აშენდა, თუმცა თამაშების დასრულებიდან 6 თვის შემდეგ მათ ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. დავალიანების გამო ჩაბნელებულია ლეგენდარული მარაკანას სტადიონი, ოლიმპიური პარკი და სოფელი კი დაცარიელებულია. 



შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიური თამაშები ქართველმა სპორტსმენემბა 7 მედლით 38-ე ადგილზე დაასრულეს. საქართველოს დელეგაციიდან პირველი მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა. მეორე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი იყო ვერცლის მედლით, რასაც მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო მოჰყვა. ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ შესაბამისად ოქროს და ბრინჯნაოს მედლები მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა კი თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვეს ოქრო და ბრინჯაო. პირველი პარალიმპიური მედალი მოუტანა საქართველოს ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა, რომელმაც 90 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო.

ნახეთ მეტი...