გამარჯვება წლის პირველ შეხვედრაში (ვიდეო)

წლის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს. 

რაგბი ევროპის სასტარტო შეხვედრაში მილტონ ჰეიგის გუნდი ბელგიას ესტუმრა და მეტოქეს 31:6 სძლია.

ანგარიში მე-12 წუთზე მერაბ კვირიკშვილმა გახსნა ზუსტი საჯარმო დარტყმით.

მატჩის პირველი ლელო 21-ე წუთზე დაიდო, მისი ავტორი გიორგი თხილაიშვილი გახდა, კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 10:0 გახდა საქართველოს სასარგებლოდ. 



ტაიმის ბოლოს ქართველებმა კიდევ ერთ ლელო დადეს, თავი კოშაძემ გამოიჩინა და კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი გარდასახვით შესვენებაზე მილტონ ჰეიგის გუნდი 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა. 



შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზუსტი ჯარიმით 3 ქულა მოიპოვეს, 50-ე წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი 10 წუთით დატოვა, რის შემდეგაც მასპინძლებმა კიდევ 3 ქულა მოიპოვეს და ანგარიში 6:17 გახდა. 

ტაიმის ინერტული სტარტის შემდეგ ქართველები მე-60 წუთისთვის გამოფხიზლდნენ და 67-ე წუთზე ბონუს ქულის მომტანი საჯარმო ლელო დაიმსახურეს, კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვით კი ბორჯრალოსნები 24:6 დაწინაურდნენ.

 

მატჩის უკანასკნელი ლელო ბოლო წუთებზე ბექა გორგაძემ მიითვალა, გარდასახვა კი ლაშა მალაღურაძის ანგარიშზეა. 



რაგბი ევროპის მომდევნო მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი 19 თერევალს გამართავს. საქართველოს ნაკრები რუსთავში გერმანიას მიიღებს, რომელმაც პირველ ტურში სენსაცია მოახდინა და რუმინეთის დამარცხება (41:38) შეძლო.

ნახეთ მეტი...