პირველი მედალი ოლიმპიური ფესტივალიდან (ვიდეო)

ერზრუმში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ.

მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი უფრო დამაჯერებლად გამოვიდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა გვითხრა, ნიკა ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია და წინ დიდი მომავალი აქვს.

საქართველოს სპორტსმენთაგან ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე აქამდე ერთადერთი მედალი მოპოვებული ჰქონდა ვახტანგ მურვანიძეს, რომელმაც 1997 წელს სუნდსვალში (შვედეთი) ასევე ფიგურულ ციგურაობაში მეორე ადგილი დაიკავა. 2015 წელს გამართულ ფესტივალზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა ირაკლი მაისურაძემ - V ადგილი ფიგურულ ციგურაობაში.

ოლიმპიური კომიტეტი

ნახეთ მეტი...