ქართველი მოთხილამურე 25 საუკეთესოს შორის

ქართველი მოთხილამურე ალექს ბენიაიძე მსოფლიო ჩემპიონატზე გიგანტურ სლალომში გამარჯვებისათვის იბრძოლებს.

75 მოთხილამურეს შორის ბენიაიძე 25 საუკეთესოში მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. საკვალიფიაციო ეტაპზე ბენიაიძე 21-ე ადგილზე გავიდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ქართველი მოთხილამურე 106 მონაწილეს შორის 83-ე ნომრად არის განთესილი, შეჯიბრი კი 17 თებერვალს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბესარიონ ჯაფარიძე 33-ე ადგილზე გავიდა, საუკეთესო 25-ში ვერ მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

ნახეთ მეტი...