საბედისწერო ფსონი - უეინ შოუ "სატონიდან" გაუშვეს (ვიდეო)

ინგლისურმა "სატონმა", რომელიც რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს, მეკარე უეინ შოუსთან კონტრაქტი გაწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღო.

ინგლისის თასის 1/8-ფინალში, "არსენალთან" მატჩის მიმდინარეობისას 45 წლის მეკარემ სათადარიგოთა სკამზე ბურგერი მიირთვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ ტოტალიზატორში მოვლენათა ასეთ განვითარებაზე ფსონებს იღებდნენ საკმაოდ მაღალი კოეფიციენტით, რის შესახებ შოუმაც იცოდა და მეგობრებს თანხის მოგებაში დაეხმრა. 

შეგახსენებთ, რომ "სატონისა" და "არსენალის" შეხვედრა პრემიერლიგის გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. 

ნახეთ მეტი...