
რაგბი ევროპამ ბოდიში მოიხადა
რაგბი ევროპამ შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.
სპეციალური განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, rugbyeurope.eu-ზე გამოქვეყნდა.
"რაგბი ევროპა ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს, მოთამაშეებსა და ქვეყნების რაგბის კავშირებს მომხდარი გაუგებრობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში გამართული რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრაში რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა საქართველოს 8:7 სძლია, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა საჩემპიონო ფარი საქართველოს ნაკრებს გადასცეს.
მოგვიანებით, ფარი ბორჯღალოსნებს ჩამოერთვათ და რაგბი ევროპის გათამაშების წესების თანახმად გამარჯვებულად რუმინეთის ნაკრები გამოცხადდა.
წლის სარაგბო კურიოზი - რაგბი ევროპის შეცდომა (ვიდეო)
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია - რაგბი ევროპა
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
- გამოქვეყნდა : მარტი 20, 2017 13:51
- ავტორი: ლევან ხარაზოვი
- კატეგორია: რაგბი, საქართველო, მსოფლიო, საინტერესო
- ნახვა: 21596
-
კომენტარები