
სამი მედალი მსოფლიო თასიდან
ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა მსოფლიო თასის გათამაშება წარმატებით დაასრულეს.
ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მიამატა და მსოფლიო თასზე ასპარეზობა 2 მედლით დაასრულა.
ქართველმა პარასპორტსმენმა მსოფლიო თასის ფინალში გერმანელ ტაუბერს გამანადგერებელი ანგარიშით 15:4 სძლია. ეს ირმა ხეცურიანისთვის კარიერაში მეხუთე ოქროს მედალია.
აღსანიშნავია, რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნინი თიბილაშვილიც.
- გამოქვეყნდა : მარტი 20, 2017 14:03
- ავტორი: მარიამ მესხი
- კატეგორია: სხვადასხვა, ფარიკაობა, პარასპორტი
- ნახვა: 7372
-
კომენტარები