ქართველი მოციგურავეები მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებენ

2017 წლის ჰელსინკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 36 ქვეყნის 193 მოციგურავე მიიღებს.

საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე წელს პირველად იასპარეზებს მორის ყვითელაშვილი, რომელმაც იანვარში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა, რაც ძალიან დიდ იმედს უტოვებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას და ქართველ გულშემატკივრებს.

მორის ყვითელაშვილს მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს შანსი, 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვოს. ოლიმპიადაზე მონაწილეობის შანსი აქვს ასევე ქართველ სპორტულ მოცეკვავეთა წყვილს ტატიანა კოზმავასა და დიმიტრი შუმსკის.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

ნახეთ მეტი...