სათხილამურო ფედერაციასა და ბორჯომს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და IDS ბორჯომს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მინერალური წყლის ბრენდი "ბორჯომი" საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის განმავლობაში პარტნიორობას გაუწევს.

ღონისძიებას სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ კოსტავა, IDS ბორჯომის დირექტორი ზაზა კიკვაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.

ზაზა კიკვაძე: "მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მასშტაბებისა, გვაქვს 4 სამთო-სათხილამურო კურორტი, რაც რეალური ალტერნატივაა იმ ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტების, სადაც მრავალი ტურისტი ჩადის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სათხილამურო ფედერაციისა და ჩვენი მხარდაჭერით, შევძლებთ, რომ ერთად განვავიტაროთ სპორტის ეს სახეობა, რომელიც სულ მალე წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით და ასევე იქნება საწინდარი იმისა, რომ მოვიზიდოთ ტურისტთა ის ნაკადი, რომელიც დაინტერესებულია სამთო-სათხილამურო სპორტით".

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად ყოველთვიურად ჩვენ ვაანონსებს წარმატებული კომპანიების მონაწილეობას სპორტში. ბუნებრივია, ეს იმის დასტურია, რომ ძალიან სწორი გზით ვახორციელებთ რეფორმებს, სპორტი სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს სპორტის განვიტარებას ხელს შეუწყობს, მასობრიობას, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას. პარტნიორობის თვალსაზრისით "ბორჯომს" სპორტის სხვადასხვა სახეობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ზამთრის სახეობების განვითარების თვალსაზრისით სპეციალური სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება, რომელსაც ფედერაცია უახლოეს მომავალში წარმოადგენს. ჩვენი ბუნებრივი შესაძლებებიდან გამომდნარე, გვაქვს სურვილი სამთო კურორტები იყოს გამორჩეული ადგილი მსოფლიოს ზამთრის სახეობების რუკაზე, ამის პოტენციალი გვაქვს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".

ზურაბ კოსტავა: "კერძო სექტორის ჩარტულობა, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა ისე მიდის საქმე, რომ კერძო სექტორი სპორტის სხვადასხვა სახეობით.

გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა ოლიმპიადაზე ვიყავით წარმოდგენილები, 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გვაქვს შანსი, ლიცენზიები სნოუბორდსა და ფრისტაილში მივიღოთ, ხოლო თხილამურებში მინიმუმ ორი სპორტსმენით ვიქნებით წარმოდგენილები".

ნახეთ მეტი...