სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა - თეოდორა კახიანის ოქროს, დღეს რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი შემატა , ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე ევროპირველობაზე სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში გამოსვლა დამაჯერებლად დაიწყო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან გერმანიის წარმომადგენელ მაქს ჰარტუნგთან  11:15  დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


msy.gov.ge

ნახეთ მეტი...