საქართველოს ნაკრების ვერცხლი და ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე

1-2 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ჩატარდა შინკიოკუშინკაი კარატეში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიგო: ვერცხლი და ბრინჯაო.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრო ზინჩენკო (65კგ) გახდა, მიხეილ წიკლაურმა (70კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა. მედლები მამაკაცებსა და ქალებში ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საერთო ჯამში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატში 72 ქვეყნის 196 კარატისტი მონაწილეობდა.

ანდრო ზინჩენკო ევროპის ორგზის ჩემპიონი და კონტინენტის პირველობის ერთი ვერცხლის მედლის მფლობელია. მეორე ოქროს მედალი ზინჩენკომ შარშან, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიგო. რაც შეეხება მიხეილ წიკლაურს, მან ევროპის ჩემპიონატი 2009 და 2011 წლებში მოიგო, შარშან კი თბილისში მესამე ადგილი დაიკავა.

სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...