ქართველი პარამოფარიკავის ორი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ქართველმა პარამოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის პრიზიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე უფროსებში ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.

ნახეთ მეტი...