ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება (ვიდეო)

ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. 90 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ბრიტანელი სემ ინგრემი დაამარცხა.

პორტუგალიაში გამართულ კონტინენტის პირველობის ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველი სპორტსმენი უკრაინელ ნაზარენკოს დაუპირისპირდა. პასიურობის გამო უკრაინელი პარაძიუდოისტი ოთხჯერ გააფრთხილეს და გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა ლონდონის პარაოლიმპიადის ფინალისტს სემ ინგრემს ჯერ სეულის მსოფლიო თამაშების ფინალში მოუგო, შემდეგ კი პორტუგალიის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დაამარცხა.

ნახეთ მეტი...