საქართველოს ნაკრების მარცხი იაპონიასთან (ვიდეო)

19 წლამდე ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში ტარდება, მეორე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოსა და იაპონიის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს.

მატჩი იაპონელების სასარგებლოდ 30:22 დასრულდა. თუმცა მეორე ტაიმის 22-ე წუთზე ქართველმა ფრენბურთელმა მეტოქის პასი ჩაჭრა, საკუთარი საჯარიმოდან ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა და ეფექტური გოლი გაიტანა. 

შეგახენებთ, რომ ქართველებმა 1 მატჩი ალჟირს 28:24 მოუგეს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 11 აგვისტოს 18:00 საათზე ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ნახეთ მეტი...