ქართველმა მოციგურავემ მინსკის გრან პრი მეოთხე ადგილზე დაასრულა (ვიდეო)

ბელარუსის დედაქალაქ მისნკში გამართულ გრან პრიზე მონაწილეობა 17 წლის ქართველმა მოციგურავემ ირაკლი მაისურაძემ მიიღო.

მაისურაძემ აღნიშნულ გრან პრიზე 26 მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა და საპრიზო ადგილის გარეშე დარჩა. ქართველმა მოციგურავემ 185.26 ქულა დააფიქსირა და მესამე ადგილოსან რუს იგორ ეფიმჩუკს 10.37 ქულით ჩამორჩა.

"ირაკლისთვის ახალ სეზონში გრან პრის ეტაპი პირველი სტარტია. ვფიქრობ, კარგი დასაწყისია და შემდგომ ტურნირებზე უკეთ იასპარეზებს. რა თქმა უნდა, გვქონდა ბრინჯაოს მედლის შანსი, თუმცა სამწუხაროდ, დაშვებული შეცდომების გამო ირაკლიმ ეს შანსი ვერ გამოიყენა", - განაცხადა საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.

ნახეთ მეტი...