ფრენბურთი: თბილისმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლა

22-24 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირს უმასპინძლა. იტალია, ბელარუსი, ხორვატია და მასპინძელი საქართველო - ამ გუნდებმა ითამაშეს თბილისში.

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, სამივე შეხვედრა წააგო. იტალიასთან 0:3, ხორვატიასთან 1:3, ბელარუსთან 0:3. ჯგუფი ევროპის ორგზის ჩემპიონმა იტალიამ მოიგო, რომელმაც ბელარუსს 3:1, ხოლო ხორვატიას 3:2 მოუგო. იტალიის ნაკრები მეორეადგილოსან ბელარუსთან და მესამეადგილზე გასულ ხორვატიასთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ბაქოში გააგრძელებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დანარჩენი სამი ჯგუფის თამაშები აზერბაიჯანის დედაქალაქსა და ქალაქ გიანჯაში ჩატარდა.

პაატა ულუმბელაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით იასპარეზა: 1.მარიამ გაფრინდაშვილი, 2.ნინო კორაევი (ლიბერო), 3.ანა ბაცაცაშვილი, 4.მარია ცარენკო, 5.ანა მარიამ ყიფშიძე, 6.მარიამ ბერიაშვილი (ლიბერო), 7.გვანცა ულუმბელაშვილი, 8.ჯულიეტა სანაძე, 10.ირინა ჭელიძე, 11.სვეტლანა სოსნოვსკაია, 13.ანა კალანდაძე, 14.გვანცა მარქარაშვილი, 17.თინათინ ჭაუჭიძე.

ტური:
საქართველო 0:3 (14:25, 12:25, 12:25) იტალია
ბელარუსი 3:2 (10:25, 15:25, 25:21, 25:20, 15:9) ხორვატია

II ტური:
საქართველო 1:3 (12:25, 13:25, 25:23, 23:25) ხორვატია
იტალია 3:1 (27:25, 25:18, 18:25, 25:21) ბელარუსი

III ტური:
საქართველო 0:3 (8:25, 11:25, 12:25) ბელარუსი
ხორვატია 2:3 (23:25, 21:25, 25:19, 25:10, 11:15) იტალია

სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...