ჯოკოვიჩმა გაჭირვებული თანამოქალაქეებისთვის უფასო რესტორანი გახსნა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთში უფასო რესტორანი გახსნა.

ჯოკოვიჩისთვის აღნიშნული რესტორანი მესამეა, თუმცა დანარჩენი ორისგან განსხვავებით, ახალ ობიექტში საკვები უფასო იქნება. თავად 12-გზის გრანდ სლემების გამარჯვებულმა აღნიშნა, რომ სერბი ხალხი მისდამი გულშემატკივრობისთვის ამას იმსახურებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "ფული ჩემთვის პრობლემა არ არის. საკმარისად გამოვიმუშავე, რომ მთელი სერბეთი დავაპურო. ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ ამას, იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩემთვის გაიღეს".

როგორც თავად ნოვაკ ჯოკოვიჩი აღნიშნავს, ოჯახიდან გამომდინარე საკვები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ერთ-ერთი ჰობია, თუმცა როგორც პროფესიონალ სპორტსმენს ხშირად დიეტებს დაცვა უწევს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ნოვაკ ჯოკოვიჩი 2018 წლამდე კორტს ჩამოშორდა. ამჟამად სერბი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.



ნახეთ მეტი...