სხირტლაძის გოლი და ვაწაძის საგოლე პასი დანიის თასზე (ვიდეო)

დანიის თასის მესამე ტურში დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის "სილკებორგი" ერთმატჩიან შეხვედრაში "ჰიკ-ს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. ქართველების გუნდმა პენალტების სერიაში იმარჯვა და დანიის თასზე მერვედფინალში გავიდა.

ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ვაწაძემ მოედანზე 81 წუთი დაჰყო, ხოლო სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის 68-ე წუთზე ვაწაძის გადაცემით დავით სხირტლაძემ მეტოქის კარში ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, 76-ე წუთზე კი მათე ვაწაძემ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ სხირტლაძემ პენალტების სერიაში საკუთარი შანსი ზუსტად გამოიყენა.


1-1 Davit Skhirtladze Goal Denmark DBUs... by nolanpincus


1-2 Jens Martin Gammelby Goal Denmark DBUs... by milena-georgieva1

ნახეთ მეტი...