პაპუნაშვილის გოლი ესპანეთში (ვიდეო)

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მეცხრე ტურში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" "ლორკას" დაუპირისპირდა.

ქართველი ნახევარმცველის გუნდმა სტუმრად დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 იმარჯვა და მორიგი გამი ქულა მოიპოვა. პაპუნაშვილმა შეხვედრა სათადარიგო შემადგენლობდან დაიწყო და მატჩში 79-ე წუთზე ჩაერთო. შეცვლაზე შემოსულმა ქართველმა ლეგიონერმა კი 81-ე წუთზე მეტოქის კარში გოლის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

მეცხრე ტურის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილის გუნდი სეგუნდა დივიზიონში თორმეტი ქულით მეცხრე ადგილს იკავებს. მეათე ტურში კი "სარაგოსა" "ოსასუნას" უმასპინძლებს.

ნახეთ მეტი...