ალბერტ სელადესს თბილისში უძლიერესი შემადგენლობა მოჰყავს

ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა, ევრო-2017-ის შესარჩევ ციკლში 7 ოქტომბერს სტუმრად ქართველ, ხოლო 13 ოქტომბერს სახლში შვედ თანატოლებთან  გასამართი მატჩისთვის, შეკრებაზე მიწვეულ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.

ინტერნეტპორტალ mundodeportivo.com-ის ინფორმაციით, სელადესი თბილისში შემდეგ ფეხბურთელებს ჩამოიყვანს:

მეკარეები: ალეხანდრო რემირო („ბილბაო“), პაუ ლოპესი („ესპანიოლი“), კეპა არისაბალი („ვალიადოლიდი“).

მცველები: ჯონათან კასტრო („სელტა“), ხესუს ვალეხო („სარაგოსა“), რუბენ დუარტე („ესპანიოლი“), ხავიერ მანკილიო („მარსელი“, საფრანგეთი), ხორხე მერე („ხიხონი“), ექტორ ბელერინი („არსენალი“, ინგლისი).

ნახევარმცველები: საული, ოლივერ ტორესი (ორივე „ატლეტიკო“), ხოსე როდრიგესი („გალათასარაი“, თურქეთი), დანიელ სებალოსი („ბეტისი“), მარკო ასენსიო („ესპანიოლი“), მათიას ნაუელი („ვილიარეალი“).

თავდამსხმელები: ხერარდ დეულოფეუ („ევერტონი“, ინგლისი), მუნირ ელ ჰადადი („ბარსელონა“), სამუელ კასტილეხო („ვილიარეალი“), ბორხა მოია („რეალი“).

ესპანელებს „ვილიარეალის“ ტრავმირებული ნახევარმცველი დენის სუარესი დააკლდებათ. სელადესმა ნაკრებში „ვალენსიას“ თავდამსხმელი სანტი მინა და „ბარსელონას“ ფორვარდი სანდრო არ გამოიძახა. მისი თქმით, თავდასხმაში მუნირი ჰყავს და ასევე, საქმეში ბორხა მოიას ნახვა სურს.

საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელების დაპირისპირება 7 ოქტომბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

ნახეთ მეტი...