ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გათამაშდა. ქართველმა ქალებმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს, 2 მარცხი იწვნიეს და 14 ქულით ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.

დასკვნით ტურში ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლო - 3.5:0.5, რამაც ჩვენს გუნდს საბოლო  ჯამში მეორე საპრიზო ადგილი მოუტანა. პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე საფეხურზე  13 ქულით უკრაინის გუნდი განთავსდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით, ჩვენმა ქალებმა პირად დაფებზეც კარგად ითამაშეს:

III დაფა ბელა ხოტენაშვილი - I ადგილი

IV დაფა - ლელა ჯავახიშვილი - II ადგილი

სათადარიგო დაფა - სალომე მელია - I ადგილი

ქალთა გუნდის მწვრთნელები: ელიზბარ უბილავა (კაპიტანი),ხვიჩა სუპატაშვილი.

ქალთა გუნდისგან განსხვავებით წარუმატებლად იასპარეზა ვაჟთა ნაკრებმა, მათ მე-19 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა კი აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე რუსეთია, მესამე კი უკრაინა.

ვაჟთა გუნდი მწვრთნელ-კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:

ქალები:

ნანა ძაგნიძე  (2520) - 4,5 (8)-  (-2,2 რეიტინგის ცვლილება

ნინო ბაციაშვილი  (2472) -  5 (8) - (+2,4)

ბელა ხოტენაშვილი (2459) - 6,5(8)- (+14,4)

ლელა ჯავახიშვილი (2438) -5(7) - (+7,5)

სალომე მელია (2412)  - 4,5 (5) -(+ 9,9)

ვაჟები:

ბაადურ ჯობავა (2705)  - 2,5  (7)  - (-16,2)

მიხეილ მჭედლიშვილი(2604) - 3,5(7) - (-1,4)

ლევან ფანცულაია (2586) - 5(7) - (14,1)

დავით ჯოჯუა  (2591) -  4 (8) - (-8,4)

ლუკა პაიჭაძე   (2580) - 4(7) - (-3,0)

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

WWW.GCF.ORG.GE

ნახეთ მეტი...