U17 - საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო

23 ნოემბერს, თბილისში, 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებებს შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ჩემპიონატი დაიწყო. 

პირველ სათამაშო დღეს თბილისის ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის სასახელში ოთხი შეხვედრა გაიმართა. 

პირველ შეხვედრაში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა. ლიტვის ნაკრები ლატვიას 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3:2 დამარცხდა. დაძაბული ბრძოლა იყო მეორე შეხვედრაშიც, რომელშიც უკრაინამ წაგებული პირველი სეტის შემდეგ ესტონეთს 3:1 სძლია. 

ინტრიგა აკლდა მესამე შეხვედრას სომხეთსა და ლიტვის ნაკრებებს შორის. მატჩი ბალტიისპირელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0. 

დღის უკანასკნელ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელმა საქართველომ ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშა. პირველ სეტში გამარჯვების შემდეგ ქართველმა გოგონებმა ორი სეტი დათმეს, თუმცა მეოთხე სეტში 25:10 მოიგეს, დასკვნითი სეტი კი 15:12 დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. 

24 ნოემბერს ტურნირზე ოთხი მატჩი გაიმართება 

No automatic alt text available.

ნახეთ მეტი...