საქართველოს ძალოსნობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

5 დეკემბერს 90კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ანასტასია გოტფრიდმა იასპარეზა, რომელმაც საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანა. გოტფრიდმა ორჭიდში 265 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალ ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ოქროს მედალია.

ანასტასია გოტფრიდმა ატაცში ორი მისვლა გამოიყენა, საბოლოოდ კი 120 კილოგრამი დააფიქსირა, უახლოესი მეტოქე შვიდი ქულით ჩამოიტოვა და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი გოტფრიდმა სამივე ცდა გამოიყენა, 145 კილგრამი დაფიქსირა, რაც მეორე შედეგი აღმოჩნდა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში კი მეორეადგილსან ჩილელ მარია ფერნანდა ვალდეს პარისს ათი ქულით აჯობა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გოტფრიდმა მიმდინარე წელს 23-წლამდე ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ნახეთ მეტი...