ხმა მიეცით ლაშა ტალახაძეს - ქართველი ძალოსანი წლის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვის

საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის ვებგვერდზე 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო.

წლის საუკეთესო ძალოსნის ნომინაციაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძალსანი ლაშა ტალახაძეა წარდგენილი. ხმის მიცემა გულშემატკკივრებს სპეციალურ ბმულზე შეუძლიათ.

ხმის მიცემის ინსტრუქცია:

1. გახსენით მომცემული ბმული http://www.iwf.net/best-lifters-2017/;
2. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია 1 ნებისმიერი ძალოსანი ქალის არჩევაც; 
3. მითითებულ გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, ქვეყანა და ელექტრონული ფოსტა;
4. შეიყვანეთ კოდის ველში მითითებული ციფრების კომბინაცია;
5. ხმის მიცემა შესაძლებელია 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

ნახეთ მეტი...