NBA-ს All Star-ის სასტარტო ხუთეული ცნობილია

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის დასვლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების სასტარტო ხუთეულები ცნობილია.

გულშემატკივართა, მედიის, კალათბურთელთა და NBA-ს მწვრთნელთა ათი რჩეული კალათბურთელი უკვე ცნობილია, ასევე ცნობილია, თუ ვინ უკაპიტნებს დასავლეთ და აღმოსვლეთის გუნდებს.

დასავლეთის გუნდი ასე დაკომპლექტდა: სტეფ კარი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, დემარკუს ქაზინსი და ენტონი დევისი. დასავლეთის გუნდს "გოლდენ სტეიტის" ლიდერი, სტეფ კარი უკაპიტნებს.

აღმოსავლეთის გუნდი: ლებრონ ჯეიმსი, კაირი ირვინგი, იანის ადეტოკუმბო, ჯოელ ემბიდი, დემარ დეროზანი. აღმოსავლეთის გუნდის კაპიტანი კი "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი იქნება.

ახალი ფორმატის მიხედვით, ლებრონ ჯეიმსსა და სტეფ კარის აქვთ შესაძლებლობა თავიანთი გუნდები დააკომპლექტონ. ახალი ფორმატის მიხედვითვე კაპიტნებს აქვთ შესაძლებლობა კალათბურთელები აირჩიონ კონფერენციების მიუხედავად. დასავლეთის კონფერენციაში მოთამაშე კალათბურთელს შესაძლებლობა ეძლევა აღმოსავლეთის გუნდში ითამაშოს და ასევე პირიქით.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს All Star-ის მატჩი 18 თებერვალს, ლოს ანჯელესში "ლეიკერსის" საშინაო მოედანზე, "სტეპლ ცენტრში" გაიმართება.

ნახეთ მეტი...