ინგლისის ნაკრები საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

ინგლისის რაგბის ეროვნული ნაკრები, შესაძლოა, თბილისს ეწვიოს.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური შერკინება ჰყავს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, 2018 წლის თებერვალში ინგლისის ნაკრებმა შერკინების საწვრთნელი შეკრება სწორედ თბილისში გაიაროს.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე კვირა და გეგმები. თბილისი წელიწადის ამ დროს ძალიან კარგი ადგილია. ჩვენ ასი პროცენტით ვფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოში გავემგზავროთ. ახლა თბილისში ცივა, მათ შესანიშნავი წითელი ღვინო და კარგი ხორცი აქვთ. მათ მასიური შერკინება და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. საქართველოში "ბავშვები წვერით იბადებიან". ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი საწვრთნელი შეკრებები და ავიმაღლოთ ხარისხი", - ციტირებს ედი ჯონსს The Guardian-ი.

ნახეთ მეტი...