დრეიკი ლებრონ ჯეიმსის 30 ათას ქულას სიმღერას უძღვნის

კანადელი რეპერი დრეიკი "კლივლენდის" ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის 30 ათასი ქულის აღსანიშნად სიმღერას წერს.

კანადელმა ვარსკვლავმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ლებრონ ჯეიმსი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ადამიანია.

"ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვიხედებით, შენ მორიგ ისტორიული მოვლენის შემოქმედი ხარ ან რეკორდს ამყარებ", - მიმართა დრეიკმა ჯეიმსს.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 30 ათას ქულას გადააჭარბა.

ნახეთ მეტი...