ტრაგედია კალიფორნიაში - NBA-ს კალათბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

31 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, NBA-ს ყოფილი კალათბურთელი რასულ ბატლერი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

02:00 საათზე სტუდიო სითიში "რეინჯ როვერის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. საჭესთან თავად ბატლერი იჯდა, მასთან ერთად ავტომობილში კი მისი მეუღლე, ლია ლაბელი იმყოფებოდა. ავტოავარიის შედეგად ორივე მგზავრი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, რასულ ბატლერი 2002 წელს NBA-ს დრაფტზე აიყვანეს და მას შემდეგ სხვადასხვა წლებში "ჰორნეტსში", "კლიპერსში", "ბულსში", "პეისერსში", "უიზარდსა" და "სპურსში" თამაშობდა. ბატლერმა პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაასრულა.

ნახეთ მეტი...