დიდი აღიარება - ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი გამოავლინა.

ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი თვის განმავლობაში გულშემატკივრებს ხმის მიცემა მათი ფავორიტი ძალოსანისთვის შეეძლოთ. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელმაც 2016 წელს გულშემატკივრებმა მეორედ დაასახელეს.

2017 წლის საუკეთესო ძალოსანი კი 9804 ხმით ლაშა ტალახაძეე გახდა. ქართველმა ძალოსანმა 1313 ხმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ეგვიპტელ იჰაბ მაჰმუდს და საუკეთესო ძალოსნის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საუკეთესო ძალოსნის ნომინაციაში კაც სპორტსმენებს 1982 წლიდან აჯილდოებენ, ლაშა ტალახაძე კი პირველი ქართველი ძალოსანია, რომელმაც აღნიშნული ტიტული მოიგო.

ნახეთ მეტი...