
ქართველი მოციგავის შედეგი ორი მცდელობის შემდეგ (ვიდეო)
სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველმა ქართველმა მონაწილემ პირველ საშეჯიბრო დღეს გამოსვლა დაასრულაა.
ქართველმა მოციგავემ, გიორგი სოღოიანმა მეორე დაშვება 49.151 წამში დაფარა და საერთო შედეგებით 32-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ სოღოიანი გათამაშებაში ექვს სპორტსმენს უსწრებს და პირველადგილოსან გერმანელ ფელიქს ლოხს 1.526 წამით ჩამორჩება. 20 წლის ქართველი სპორტსმენისთვის აღნიშნული ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა.
საციგაო შეჯიბრში მესამე და მეოთხე დაშვება 11 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
გიორგი სოღოიანის პირველი დაშვება ოლიმპიურ თამაშებზე
- გამოქვეყნდა : თებერვალი 10, 2018 18:59
- ავტორი: მარიამ მესხი
- კატეგორია: სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, ოლიმპიური, დღის სიახლე
- ნახვა: 22881
-
კომენტარები