ქართველმა მოციგავემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა (ვიდეო)

კორეის ქალაქ პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე პირველმა ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.

ქართველმა მოციგავემ, გიორგი სოღოიანმა შეჯიბრის მეორე დღეს მესამე მცდელობა გამოიყენა და მესამე დაშვება 49.008 წამში დაფარა, რაც 33-ე მაჩვენებელი აღმოჩნდა. სამი დაშვების შედეგად კი სოღოიანმა 32-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველი სპორტსმენისთვის პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სადებიუტო იყო, მან შედეგებით რვა მოწინააღმდეგეს აჯობა და ასპარეზობა 32-ე ადგილზე დაასრულა.

აღნიშნულ შეჯიბრში კი ოქროს მედალი ავსტრიელმა მოციგავემ დავიდ გლაირშერმა მოიპოვა, ვერცხლს ამერიკელი მეზდზერი დაეუფლა, ხოლო გერმანელი იოჰანეს ლუდვიგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გიორგი სოღოიანის პირველი დაშვება ოლიმპიურ თამაშებზე  

გიორგი სოღოიანის მეორე დაშვება ოლიმპიურ თამაშებზე

ნახეთ მეტი...