ხელბურთისა და ფუტსალის გუნდები მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

20 თებერვალს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე.

ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.

ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონების,  წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის ვაჟთა და  თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს შეხვდნენ  -  კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,  წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი,  სასკოლო სპორტისა და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტები: კოტე ამირეჯიბი და ზურაბ კაკაბაძე. ღონისძიებას ასევე დაესწრო ოლიმპიადის გენერალური სპონსორის, „ვითიბი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია.

მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ გუნდებს გადაეცათ ეროვნული დროშები.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ მასობრივ  სპორტულ პროგრამას - "საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა".

2017-18 წლებში სასკოლო ოლიმპიადაში თბილისიდან და რეგიონებიდან  ჩართულია 100 ათასამდე მოსწავლე.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა და მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ოლიმპიადის საშეჯიბრო სისტემა მოიცავს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს სკოლების გუნდებს შორის.  ეროვნულ დონეზე - მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს, ხოლო საერთაშორისო დონეზე - სასკოლო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს.

ოლიმპიადის შეჯიბრებები ტარდება 9 სახეობაშისადაც მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლებისნაკრები გუნდებიესენია:

 1.  მინი-ფეხბურთი - ფუტსალი (ვაჟები);
2.   3x3 კალათბურთი (გოგონები, ვაჟები);
3.   მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები);
4.   კროსი - (გოგონები, ვაჟები);
5.   ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები);
6.   ხელბურთი (გოგონები, ვაჟები);
7.   ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები).
8.   სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა (გოგონები და ვაჟები ერთად)
9.   მხიარული სტარტები (გოგონები და ვაჟები ერთად) - დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეებისათვის.  

2018 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურების მფლობელები გახდნენ:

1. ხელბურთში - ფოთის მე-2 საჯარო სკოლის გოგონებისა და წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები (2018 წლის 21.02- 01.03 - ყატარი, დოჰა);

2. მინი ფეხბურთში (ფუტსალში) - თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი (2018 წლის 13-21 მარტი, ისრაელი, რიშონ ლეზიონ);

3. გეზრბენში (კროსი) - ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის გოგონებისა და თბილისის 120-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები (2018 წლის 2-7 აპრილი - საფრანგეთი, პარიზი);

4. მაგიდის ჩოგბურთში - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონებისა და თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები (2018 წლის 8-14 აპრილი მალტა, გზირა);

5. ბადმინტონში - ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გოგონებისა და თბილისის 98-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები ( 2018 წლის 19.04 - 25.04  - ინდოეთი, პუნა);

6. გიმნაზიადა (იგივე სასკოლო ოლიმპიადა)  - 2-9 მაისის ჩათვლით, მაროკოში ქალაქ მარაკეშში - საქართველოს სხვადასხვა სკოლის 16 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს - კარატეში, ძიუდოში, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში;

7. ფრენბურთში - ბოლნისის N1 საჯარო სკოლის გოგონებისა და მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები ( 2018 წლის 2-10 ივნისი - ჩეხეთი, ბრნო);

8. 3x3-ზე კალათბურთში - თელავის N1 საჯარო სკოლის გოგონებისა და ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები (2018 წლის 23-29 ივნისი - სერბეთი, ბელგრადი);

სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...