ბოლო წამზე ჩაგდებული წარმოუდგენელი სამქულიანი ამერიკის სასკოლო ლიგაში (ვიდეო)

ამერიკის საშუალო სკოლების ლიგის Class AA-ის ფინალურ შეხვედრაში ერთ-ერთი გუნდის წევრმა ფარში წარმოუდგენელი სამქულიანი ბურთი ჩააგდო.

ერდსლისა და ტაპან ზის საშუალო სკოლებს შორის მატჩის ბედი ბოლო წამზე, დრამატული სროლით ანგარიშით 51:49 დასრულდა. ერდსლის სკოლის გუნდის კალათბურთელმა, ჯულიან მაკგარვიმ მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე ორი საჯარიმო სროლა ააცილა, თუმცა შეხვედრის ბოლო წამზე საკუთარი ნახევრდან სამქულიანი ბაზერ ბითერი ჩააგდო და მის გუნდს გამარჯვება და ნიუ იორკის საშუალო სკოლების ლიგის თასიც მოუტანა.

ნახეთ მეტი...