კობი ბრაიანტი ოსკარის გამარჯვებულია

ლოს ანჯელესში, "დოლბი თეატრში" ოსკარების რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოსჯარების ცერემონიაზე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმისთვის "ძვირფასო კალათბურთო" (Dear Basketball) "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი და გლენ კინი გახდნენ.

ხუთწუთიანი ანიმაციური ფილმის სცენარი კობი ბრაიანტს ეკუთვნის. ფილმი ბრაიანტის თამაშის მიმართ სიყვარულსა და მის განვლილ გზას აღწერს. თუ როგორ განვლო მან მისი ოცწლიანი კარიერა და აიხდინა ოცნებები.

ნახეთ მეტი...