თბილისი სწრაფ ჭადრაკში ევროპირველობას მასპინძლობს

სასტუმრო „იოტა“- ში სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე დაესწრნენ.

16-28 მარტს საქართველო  ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას  34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მიიღებს. საქართველოს სახელით ევროპირველობაზე 30 სპორტსმენი წარდგება. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. წესების მიხედვით, ვაჟთა ჩემპიონატში ასპარეზობა ქალებსაც შეუძლიათ. ვაჟთა ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.

30 მარტი -1 აპრილი თბილისი ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში უმასპინძლებს. პირველობისთვის  15 ქვეყნის  80 მოჭადრაკე იბრძოლებს. ჩემპიონატში კონტინენტის ყველა უძლიერესი  მოჭადრაკე მიიღებს  მონაწილეობას, მათ შორის საჭადრაკო ოლიმპიადების  გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის  ჩემპიონები. ჩემპიონატის   ფავორიტთა შორის არიან ქართველი ქალები, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე. ასპარეზობის საპრიზო  ფონდი 20 5000 ევროს შეადგენს. 

სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...