ესპანელი მორაგბეები რუმინელ მსაჯს თავს დაესხნენ (ვიდეო)

ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ბელგიასთან სტუმრად ანგარიშით 10:18 დამარცხდა და 2018 წლის მსოფლიო თასის საგზური დაკარგა.

მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელი მორაგბეები მატჩის მთავარ მსაჯს, თავს დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა რუმინელმა არბიტრმა განსაჯა. რუმინელი მსაჯის გადაწყვეტილებებს ესპანელთა გაღიზიანება მოჰყვა, რის შედეგადაც თამაშის დასრულებისთანავე ისინი მსაჯს თავს დაესხნენ. მატჩის შემდგომ ესპანეტის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ალფონსო ფეიხომ აღნიშნა, რომ აღნიშნული შედეგი რუმინელი მსაჯის ბრალია.

საქართველოსთან მარცხის მიუხედავად, რუმინეთის ნაკრებმა იაპონიაში ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვეს და A ჯგუფში ირლანდიასთან, შოტლანდიასთან, მასპინძელ იაპონიასთან და პლეიოფის გამარჯვებულთან ერთად იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელები 2018 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრად ამჯერად პორტუგალიას შეხვდებიან, მოგების შემთხვევაში პლეიოფში ორმატჩიან შეხვედრას სამოას წინააღმდეგ გამართავენ. სამოასთან პლეიოფში გამარჯვების შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრები მსოფლიო თასზე A ჯგუფში მოხვდება, ხოლო მარცხის შემთხვევაში ოთხგუნდიან რეპეშაჟში გადაერთვება, სადაც C ჯგუფში მოსახვედრი საგზურისთვის ირძოლებს.



ნახეთ მეტი...