ბასილაშვილმა მაიამის მასტერსი მოგებით დაიწყო

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში ATP-ის 1000-იან ტურნირში ჩაერთო.

ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მაიამის მასტერსის პირველი ტური დასძლია. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე იტალიელი ტომას ფაბიანო იყო, რომელსაც დაძაბულ ორთაბრძოლაში სამ სეტში ანგარიშით 1:6; 6:2; 7:5 სძლია.

მომდევნო ტურში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება. ანდერსონი და ბასილაშვილი აქამდე ერთმანეთს პირველად სწორედ მაიამის მასტერსის მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

ნახეთ მეტი...