U21: საქართველოს ნაკრების მინიმალური გამარჯვება (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. 

გია ცეცაძის გუნდმა გორში ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია. 

შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. 47-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი ლუკა ზარანდია გახდა. 

6 მატჩში მოპოვებული 7 ქულით ქართველი 21-წლამდელები მესამე ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს ჯგუფის ლიდერ დანიასთან გამართავენ. შეხვედრა 27 მარტს, გორში შედგება. 

საქრთველო - ფარერის კუნძულები 1:0

გოლი: ზარანდია 47

ნახეთ მეტი...