ქართველი ძალოსნის ტიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

შეჯიბრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 62კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი ძალოსანი, შოთა მიშველიძე და რამინი სამილიშვილი ასპარეზობდნენ.

მიშველიძემ ატაცში134 კილოგრამი დააფიქსირა და პირველი მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში მეტოქეებს 10 კილოგრამით აჯობა, 165 კილოგრამი დასძლია და მცირე ოქროსთან ერთად, მესამე ოქრო და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

შამილიშვილმა კი ორივე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატი მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს სახელით მცირე ბრინჯაოს მედალი 56კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიზემ მოიპოვა.

ნახეთ მეტი...