ქართველების მორიგი ტრიუმფი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

85კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით 20 წლის რევაზ დავითაძემ იასპარეზა. დავითაძემ აკვრაში სამივე მისვლა გამოიყენა და მეტოქეები ათი კილოგრამით ჩამოიტოვა. საბოლოოდ ქართველმა ძალოსანმა 163 კილოგრამი დააფიქსირა და აკვრაში ოქროს მცირე მედალი მოიპოვა. ატაცში კი დავითაძეს მხოლოდ ფრანგმა სპორტსმენმა სულ რაღაც ერთი კილოგრამით აჯობა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდის ჯამში კი რევაზ დავითაძემ 353 კილოგრამი დააფიქსირა, უახლოეს მდევარ, პოლონელ კასპერ კლოსს 11 კილოგრამით გაუსწრო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელით 30 მარტს კიდევ ერთი ქართველი, თათია ლორთქიფანიძე ასპარეზობდა. ლოთქიფანიძემ B გუნდში გამოვიდა და ატაცში მცირე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ნახეთ მეტი...