ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.

ტურნირის მეექვსე დღეს საქართველოს სახელით ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდი მონაწილეობდა.

გოტფრიდმა აკვრაში 124 კილოგრამი დასძლია, ახალგარდული მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და პირველი მცირე სინჯის ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა ატაცში ასევე წარმატებულად განაგრძო გამოსვლა, 132 კილოგრამი აიტაცა და ორ მცირე ოქროსთან ერთად, ორჭიდის ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის დასკვნით დღეს, ყველაზე პრესტიჟულ 105 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი ძალოსანი, ოლიმპიური მედალოსანი, ირაკლი თურმანიძე და 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი, ევროპის მოქმედი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ.

ნახეთ მეტი...