ლობჟანიძის დუბლი დანიის სუპერლიგაში (ვიდეო)

დანიის სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" "ლინგბის" უმასპინძლა. 

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელის გუნდი გამარჯვებით დასრულდა, რაშიც ლობჟანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის. 

ქართველმა შემტევმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, 31-ე წუთზე კი დუბლი გაიფრომა. 


რანდერსმა 2:0 მოიგო, ლობჟანიძემ 66 წუთი ითამაშა.

 

ნახეთ მეტი...