საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყო (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპ თაუნში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონმა სტარტი აიღო.

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები პირველ მატჩში თურქეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:2 სძლია.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 აპრილს, 18:15 საათზე ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

ნახეთ მეტი...