არაბულის გოლი უნგრეთის თასის ნახევარფინალში (ვიდეო)

უნგრეთის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბალმაზუივაროში" "უიპესტს" ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. 

სტუმართა მხრიდან 85-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი ბაჩო არაბულია, რომელმაც სრულად ითამაშა. "ბალმაზუივაროშის" სასტარტოში იყო ირაკლი მაისურაძეც, რომელმაც ასევე 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ლაშა შინდაგორიემ ვერ მიიღო. 

საპასუხო შეხვედრა 9 მაისს, "ბალმაზუივაროშის" მოედანზე გაიმართება. 

ნახეთ მეტი...