ქართველი მსაჯი ძიუდოს ევროპის კავშირმა აღიარა

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ისრაელის ქალაქ თელავივში ძიუდოს ევროპის კავშირის გალა ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოებაზე ძიუდოს ევროპის კავშირმა ქართველი მსაჯი, ვლადიმერ ნუცუბიძე აღიარა. ნუცუბიძე 2017 წლის ყველაზე პროგრესულ მსაჯად დაასახელეს.

ამავდროულად ქართველი მსაჯი საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს ერთპიროვნულად იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ნუცუბიძემ ოთხ ფინალში იმსაჯა. 

ნახეთ მეტი...