ლობჟანიძის გოლი დანიის სუპერლიგაში (ვიდეო)

დანიის სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ლინგბის" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. 

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე დააწინაურა სტუმრები. 

ლობჟანიძემ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად 35-ე წუთზე დატოვა და შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო. 

ნახეთ მეტი...