კობლიაშვილმა რუს მოჭიდავეს სძლია და ევროპის ჩემპიონია

დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

ტურნირის მეორე დღეს ოთხ წონით კატეგორიაში ოთხმა ქართველმა მოჭიდავემ წინასწარ შეხვედრებში იჭიდავა, ხოლო ფინალურ ბლოკში სამი ფალავანი გამოვიდა.

87კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ფინალში რობერტ კობლიაშვილი რუს ოზდოევს შეხვდა და მინიმალური სხვაობით 3-2 სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მედალი საქართველოს ნაკრებს ნუგზარ წურწუმიამ მოუტანა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუს ფალავანს სძლია. ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია, თორნიკე ძამაშვილმა (77კგ) კი მესამე ადგილისთვის შეხვერა აზერბაიჯანელ მეტოქესთან დათმო.

ნახეთ მეტი...