საქართველოს ნაკრების მეოთხე მედალი ევროპის ჩემპიონატზე

დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში სრულდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.

ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრები სამი ქართველი ფალავნითაა წარმოდგენილი.

60კგ წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილი გერმანელ ეტიენე კინსინგერს დაუპირისპირდა. ქართველმა ფალავანმა ბოლოს მოპოვებული ქულით გერმანელ მეტოქეს 1-1 სძლია.

ჩხარტიშვილის გარდა 67კგ წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო 72კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმიამ და იაკობ ქაჯაიამ მოიპოვეს, ხოლო რობერტ კობლიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ნახეთ მეტი...